მიქაბერიძე მაია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მაია მიქაბერიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაია მიქაბერიძე – (5 დეკემბერი 1969, თბილისი), გუნდის დირიჟორი და პედაგოგი. საერთაშორისო ფესტივალების (2006, 2011 გერმანია, 2012, 2013 გრანპრი ესპანეთი, 2014 იტალია) ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი(2007). მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა თბილისის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე (2019).

1988 დაამთ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედი. 1993 თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია გუნდის დირიჟორის სპეციალობით. 1978- 85 მღეროდა ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლში „მართვე“. 1993 ჩამოაყალიბა ფოლკლორული გუნდი „საგალობელი“, 1995 გოგონათა ანსამბლი „მანდილი“ (2017), ფოლკლორული გუნდი „პატრიარქის ნათლულები“ (2017).

მ. მიქაბერიძე ხშირად ატარებს ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მოიძიებს და აღადგენს სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშებს. აქტიურად არის ჩაბმული ქართული ხალხური და პროფესიული გუნდის განვითარების საქმეში, რომლებსაც მაღალი პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობს.

მ. ამჟამად მოღვაწეობს თბილისის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ასოცირებული პროფესორი) და კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიაში გუნდის დირიჟორად.

თ. თამარაშვილი


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები