მართვე (ვოკალური ანსამბლი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„მართვე“ − ბიჭუნათა ვოკალური ანსამბლი. დააარსა 1976 ა. ერქომაიშვილმა, შემდეგ ლოტბარად მოიწვია რამინ მიქაბერიძე. ანსამბლის რეპერტუარშია ძირითადად ქართული ხალხხური სიმღერები. „მართვეს“ სხვადასხვა თაობის მომღერლები მაღალი პროფესიონალიზმითა და ოსტატობით ასრულებენ ძველ ტრადიციულ ურთულეს ხალხურ სიმღერებს. არსებობის მანძილზე „მართვე“-მ ტრიუმფით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულ ფესტივალებში. ფირმა „მელოდიამ“ გამოსცა ანსამბლ „მართვე“-ს რამდენიმე ფირფიტა. 1986 კი იაპონიის ცნობილმა ფირმამ „ვიქტორმა“ გამოსცა ლაზერის კომპაქტდისკი „მართვე“-ს შესრულებით. 1994 „მართვე“-ს ბაზაზე შეიქმნა ბავშვთა საერთაშორისო ფოლკლორული ცენტრი.