მაიირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„მაიირი“ - (maiyre), სინდრომი, რომელიც გვხვდება პაპუა-ახალ გვინეაში. ახასიათებს თავბრუსხვევა, გაბრუება, ლეთარგია და გარდაუვალი სიკვდილის გრძნობა. რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ჩნდება ადამიანის მისტიკური ძალებით შეპყრობის გამო. ახალგაზრდა ქალებში ამ აშლილობის განვითარების ალბათობა მაღალია საცდელი ქორწინების პერიოდში, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცებში – მებრძოლის რეპუტაციის დამკვიდრების მცდელობისას.