მაისტერზინგერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაისტერზინგერები – (გერმ. Meistersinger – მომღერალი ოსტატები), გერმანელი პოეტი-მომღერლები, ხელოსანთა წრის წარმომადგენლები (მე-14–16 საუკუნეებში). ეს სახელი შეერქვათ სარაინდო ლირიკის წარმომადგენლების, მინეზინგერებისგან განსასხვავებლად. ერთიანდებოდნენ ლიტერატურულ-სასიმღერო საამქროებად.

მათი შრომაც და შემოქმედებაც მკაცრად იყო რეგლამენტირებული. სალექსო პრობლემატიკა იზღუდებოდა და ძირითადად განისაზღვრებოდა რელიგიური თემატიკით. მე-16 საუკუნის ქალაქური ცხოვრების განვითარებასთან ერთად, მათ პოეზიაში გაჩნდა სოციალ-პოლიტიკური მოტივები. განსაკუთრებით ძლიერი იყო განვითარებული სავაჭრო ქალაქების – ნიურნბერგის, აუგსბურგისა და სტრასბურგის სკოლები ეწყობოდა მაისტერზინგერების შეჯიბრიც. მათი ყოფა ასახა რ. ვაგნერმა ოპერაში „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები“ (იქვე მან გაამასხრა მათი მდაბიური პედანტიზმი). მაისტერზინგერების შემოქმედებას უკავშირდება გერმანული ბიურგერული თეატრის ჩამოყალიბება (მათ მიერ შეთხზული სიუჟეტები გადმოცემულ იქნა დიალოგის ფორმით). მაისტერზინგერებისათვის ყველაზე დამახასიათებელი ჟანრები იყო ფასტნახტშპილი და ფარსი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები