მაისურაძე ალექსანდრე (დიპლომატი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაისურაძე ალექსანდრე

მაისურაძე ალექსანდრე – (Maisuradze Alexander), ქართველი დიპლომატი, 2015-2020 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატოში, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, 2020 წლიდან – ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი

დაიბადა 6 სექტემბერი, 1973 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1995-1998 – საქართველოს დიპლომატიური აკადემია (წარჩინებით);
1998 – ინტენსიური ენის კურსი ნევადის უნივერსიტეტი, აშშ;
1998 – ჯორჯ ს. მარშალის ევროპული უსაფრთხოების ცენტრი, კურსი – ლიდერები 21-ე საუკუნისთვის, გარმიშ-პარტენკირხენ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა;
1990-1995 – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (წარჩინებით);
2002 – ნატოს თავდაცვის კოლეჯი (IPOC);
2003 – ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი ევროპული უსაფრთხოების კურსი, ქ. ჟენევა, შვეიცარიის კონფედერაცია.

სამუშაო გამოცდილება:
1998-2000 – უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს ატაშე;
1999-2000 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს მეორე მდივანი;
2000-2002 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2002-2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლისა და ახალი საფრთხეების სამმართველოს უფროსი;
2005-2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2006-2008 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;
2008-2012 – ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე;
2012-2015 – ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები