მაისურაძე თეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაისურაძე თეა

მაისურაძე თეა – (Maisuradze Tea), ქართველი დიპლომატი, 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში

დაიბადა 12 იანვარი, 1983 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
2004-2006 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი;
2000-2004 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი;
2002-2005 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა, მეორადი ფაკულტეტი.
ფლობს საერთაშორისო სერთიფიკატებს საგარეო პოლიტიკის და ადამიანის უფლებების სფეროში.

სამუშაო გამოცდილება:
2006-2007 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, სტაჟიორი;
2009-2011 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთო-ს სამმართველო, მრჩეველი;
2011-2015 – ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობა, მრჩეველი;
2012 – (აგვისტო, სექტემბერი) საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამის (IVLP) მონაწილე ეუთო-ში აკრედიტებული დიპლომატებისთვის;
2015 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთო-ს სამმართველოს უფროსი;
2015-2016 – საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2016-2018 – საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი;
2016-2018 – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე;
2018-დან – რიგის საერთაშორისო სკოლის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები