მაკარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაკარია(ბერძნ.) ჰერაკლეს ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც უშვა დეიანირამ.

მაკარია ჰერაკლეს მითოსში გვიან გამოჩნდება: გადმოცემათა თანახმად, ორაკულის წინასწარმეტყველება ასეთი იყო: ბოროტი მეფე ევრისთევსი დამარცხდებოდა და ჰერაკლიდები დაბრუნდებოდნენ პელოპონესოსზე, თუკი ღმერთებს უძღვნიდნენ ადამიანურ მსხვერპლს. მაშინ მაკარიამ საკუთარი ნებით ისურვა სიკვდილი. ატიკაში, მარათონის მახლობლად, მიწის სიღრმიდან აღმომავალ წყაროს მაკარია უწოდეს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები