მაკარიოს III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაკარიოს III

მაკარიოს III – (ერისკაცობაში – მიხაილ ქრისტოდელოს მუსკოსი) (1913-77), კვიპროსის საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე.

დაამთავრა ათენისა (193) და ბოსტონის (1948) უნივერსიტეტების ღვთისმეტყველების ფაკულტეტები. 1950-დან – არქიეპისკოპოსი, მართლმადიდებლური ავტოკეფალიური ეკლესიისა და ბერძნული თემის ეთნარქი (ლიდერი), აქტიურად მონაწილეობდა ინგლისის ბატონობის წინააღმდეგ კვიპროსის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 1956-57 გადასახლებული იყო სეიშელის კუნძულებზე. 1957-59 ცხოვრობდა ათენში, რადგან ინგლისის ხელისუფალნი არ აძლევდნენ კვიპროსზე დაბრუნების უფლებას. 1959 წლის თებერვალში მაკარიოს III-მ, როგორც ბერძნული თემის წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთისა და თურქეთის მიერ შემუშავებულ შეთანხმებებს ციურიხსა და ლონდონში, რომლებიც საფუძვლად დაედო კვიპროსის კონსტიტუციას, 1959 წლის 13 დეკემბრიდან მაკარიოს III იყო კვიპროსის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები