მაკდოუელი ედუარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედუარდ მაკდოუელი

ედუარდ მაკდოუელი – (8 დეკემბერი 1861, ნიუ-იორკი – 23 იანვარი 1908, იქვე), ამერიკელი კომპოზიტორი და პიანისტი. ეროვნებით შოტლანდიელი. სწავლობდა აშშ-ში, საფრანგეთსა და გერმანიაში. 1888- 1896 ცხოვრობდა ბოსტონში. როგორც პიანისტი გამოდიოდა საავტორო კონცერტებით ბოსტონის ორკესტრებთან ერთად. მაკდოუელი პირველი ამერიკელი კომპოზიტორია, რომელმაც გამოიყენა ინდიელთა ფოლკლორი (2 „ინდური სიუიტა” და სხვ.). წერდა პროგრამულ მუსიკას (სონატები: „ტრაგიკული“, „გმირული”, „ნორვეგიული“ ანუ „ჩრდილოური”, „კელტური“ (1893-1901), 3 სიმფონიური პოემა და სხვ.). აგრძელებდა გერმანულ რომანტიზმისა და ე. გრიგის ტრადიციებს.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები