მაკკლოი ჯონ ჯეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ ჯეი მაკკლოი

ჯონ ჯეი მაკკლოი – (ინგლ. John Jay McCloy – დ. 31 მარტი 1895, ფილადელფია, პენსილვანია − 11 მარტი 1989, სტამფორდი, კონექტიკუტი), ამერიკელი იურისტი და ფინანსისტი.

1941-1945 – სამხედრო მინისტრის თანაშემწე. მონაწილეობდა გერმანიის ოკუპაციის გეგმის შემუშავებაში;
1947-49 – რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი;
1949-52 – გერმანიაში აშშ-ის უზენაესი კომისარი;
1953-60 – „ჩეიზ მანჰეტენ ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე, ფორდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე;
1962 წლის იანვარ-ოქტომბერში – აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე განიარაღების საკითხებში;
1961-63 – განიარაღების სამმართველოს დირექტორი;
1964-74 – პრეზიდენტთან არსებული შეიარაღებისა და განიარაღებაზე კონტროლის საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარე.
1961 მეთაურობდა ამერიკის დელეგაციას სსრკ-აშშ-ის ორმხრივ მოლაპარაკებებზე განიარაღების შესახებ ვაშინგტონსა და მოსკოვში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები