მაკკორმოკი ჯონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯონ მაკკორმოკი - (John McCormack), ამერიკელი ბიზნესმენი სილამაზის სალონთა ქსელის - Visible Changes დამფუძნებელი და მფლობელი

ჯონ მაკკორმოკმა, ყოფილმა პოლიციელმა ნიუ-იორკიდან, შექმნა ერთ-ერთი ჩქარმზარდი ფირმა აშშ-ში. მან შექმნა საპარიკმახეროების ქსელი „ვიზიბლჩეინჯს” (Visible Changes), ამ ფირმის წარმატების საიდუმლოება მდგომარეობს მაკკორმოკის შრომის სტიმულირებისადმი არასტანდარტულ მიდგომაში, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია მთელი მსოფლიოს მეწარმეებში.

მართვის ახალი კონცეფცია

რითი იყო უჩვეულო ჯონ მაკკორმოკის ბიზნეს გეგმა? მან მოახერხა ისე მოეწყო საქმე, რომ ფირმის თანამშრომლებს მეპატრონედ ჩაეთვალათ საკუთარი თავი, მომავალ თანამფლობელებადაც კი. რაში მდგომარეობს ამ სისტემის არსი?

ყოველმა დალაქმა, რომელსაც მიიღებს სამუშაოდ, უნდა გაუძლოს გამოცდას – პირველი სამი თვის მანძილზე მან უნდა მიაღწიოს იმას, რომ მისი კლიენტებიდან არანაკლებ 25%-ისა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მეორედ მივიდნენ მასთან და გამოთქვეს სურვილი, მას მოემსახუროს სწორედ ეს პარიკმახერი და არა სხვა. ნახევარი წლის შემდეგ მუდმივ კლიენტთა რიცხვმა 50%-ს უნდა მიაღწიოს, სხვა შემთხვევაში ამ დალაქს უარს ეტყვიან სამსახურში მიღებაზე. ამასთან, მის ხელფასს ემატება საკომისიო. იქვე, თანმხლები საქონლის გაყიდვიდან პირველი 120 დოლარი მიდის სამედიცინო დაზღვევის გადასახადზე, ხოლო ამ თანხის ზევით – თვითონ გამყიდველს რჩება, სადაც დარიცხვის ნორმამ შეიძლება გაყიდული საქონლის ფასის 15%-ს მიაღწიოს. გარდა ამისა, სამ თვეში ერთხელ ყველა თანამშრომელი გადის ატესტაციას და ათბალიანი შკალით იღებს შეფასებას. აქ გაითვალისწინება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დამოკიდებულება სამუშაოსადმი, რეპუტაცია კლიენტებში, პროფესიული ზრდა და სხვა. თანამშრომლებმა, რომლებმაც რამდენჯერმე მიიღეს 10 ბალის შეფასება, შეიძლება მიიღონ 10%-იანი დანამატი ხელფასზე. არსებობს წახალისების სხვა ფორმებიც, მაგალითად; უფასო საგზურები. და ბოლოს, ფირმის ყოველი მუდმივი თანამშრომელი ჩართულია მოგების განაწილების პროგრამაში, რომელიც საშუალოდ მთლიანი შემოსავლის 15%-მდეა ღწევს.

პარიკმახერთა შრომის სტიმულირების ასეთი სისტემა უწინ არასდროს და არავის გამოუყენებია, მაგრამ სწორედ ამის წყალობით საშუალო ხელფასმა ფირმაში მალე 33 ათას დოლარს მიაღწია წელიწადში, ხოლო თითოეული საპარიკმახერო სალონის წლიურმა შემოსავალმა 1986 წლისთვის საშუალოდ 855 383 დოლარი შეადგინა, რაც სამჯერ მეტია სხვა მსხვილი საპარიკმახერო ქსელების ანალოგიურ მაჩვენებლებზე.

კომპანია თავიანთ კონკურენტებთან შედარებით გაცილებით წინაა სხვა ეკონომიკური მაჩვენებლებითაც, რომლებიც ამ დარგში გამოიყენება, – თანმხლები საქონლის გაყიდვის მოცულობით ერთ კლიენტზე, თანმდევი საქონლის გაყიდვიდან შემოსავლის ხვედრითი წილით მთლიან შემოსავალში და ბრუნვით.

ნებისმიერი საპარიკმახერო საქმის მცოდნე იტყოდა, რომ ასეთი შედეგები ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება, თუმცა მაკკორმორკმა არა მხოლოდ მიაღწია ამას, არამედ გააკეთა იგი უმოკლეს დროში. მისი წარმატების საიდუმლოება მდგომარეობს იმაში, რომ მას ჰქონდა წინასწარ შედგენილი გეგმა, უფრო სწორად, საპარიკმახეროს მართვის ახალი კონცეფცია.

ჩვეულებრივ, ამერიკაში პარიკმახერი ხდება ადამიანი დაახლოებით 20 წლის ასაკში, რომელსაც სკოლის მერე კოლეჯშიც კი არ უსწავლია, არამედ პირდაპირ წავიდა საპარიკმახერო სასწავლებელში.იმ დროს, როცა მაკკორმოკმა დააარსა თავისი ბიზნესი, პარიკმახერის საშუალო წლიური ხელფასი შეადგენდა 12 ათას დოლარს წელიწადში და არავითარ პრემიას იშვიათი გამონაკლისით, ისინი არ ღებულობდნენ.

მაკკორმოკი ამითი სულაც არ თვლის თავს კეთილისმყოფელად. პრემიები, ხელფასები, დანამატები და სხვა მსგავსი რამ, ზუსტად დაკავშირებულია თითოეული თანამშრომლის მუყაითობასა და მის კონკრეტულ მიღწევაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს გამომუშავებული ფულია.

ასეთი სისტემა იმიტომაც არის ეფექტური, რომ რიგითი თანამშრომლები მონაწილეობენ მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. მაგალითად, მუდმივ კლიენტთა ნორმა წარმოადგინეს თვით პარიკმახერებმა და არა ხელმძღვანელობამ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაკკორმოკი დიდ ყურადღებას უთმობს თითოეული სალონის შიდა გაფორმებასა და დაგეგმვას. ასე რომ, უკვე თვითონ შენობის ატმოსფეროს მიაქვს ხარისხიანი მომსახურების იდეა მნახველამდე. დიზაინის გულდასმით შესრულება კომფორტს წარმოშობს და კლიენტში ბადებს გრძნობას, რომ თავის ფულს აქ ტყუილად არ ხარჯავს.

მიღწეული წარმატების მიუხედავად, მაკკორმოკს არ სურს დამშვიდება. მან შექმნა ეგრეთწოდებული ყველაზე ინიციატივიანი თანამშრომლებიდან დასაწინაურებელ კანდიდატთა ფონდი, რის დახმარებითაც ის გეგმავს თავისი საქმის გაფართოებას. მსურველი, გახდეს საკუთარი საპარიკმახერო სალონის მფლობელი, მაკკორმოკის ფინანსური დახმარებისა და მხარდაჭერის გამოყენებით, ბევრი გამოჩნდება. ფირმა „ვიზიბლჩეინჯს“-ის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბიზნესგეგმის შედგენა მნიშვნელოვანი და საჭირო ნაბიჯია თითოეული დამწყები მეწარმისთვის წარმატების გზაზე. ასეთი გეგმის შედგენა მოითხოვს მეწარმის მრავალსაათიან ჩაკირკიტებით მუშაობას და მომავალი საწარმოს საქმიანობის გულდასმით, ყოველმხრივ შეფასებას, რაც ხელს შეუწყობს დამაჯერებელი არგუმენტების წარდგენას პოტენციურ ინვესტორებთან ხელშეკრულების დადებისას.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც დღეისთვის მკაცრი კონკურენციული ბრძოლის პირობებში, ვენჩურული კაპიტალის მფლობელები დასაფინანსებელი პროექტების შერჩევაში ძალიან გაცნობიერებულნი და მომთხოვნიარიან და ამ თვალსაზრისით გულდასმით შემუშავებულ ბიზნესგეგმას შეუძლია ფასდაუდებელი სამსახურის გაწევა.

წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები