მაკლინი ჩარლზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩარლზ მაკლინი – (1699-1797), გამოჩენილი ირლანდიელი მსახიობი და დრამატურგი. მან თეატრში დაამკვიდრა თამაშის განსხვავებული სტილი – რეალისტური მიმართულება. ის დაიბადა ირლანდიაში და მოღვაწეობდა ლონდონში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მისმა ქარიშხლისებურმა კარიერამ მოიცვა მთელი XVIII საუკუნე.

ჩარლზ მაკლინი თავდაპირველად მოღვაწეობდა როგორც მსახიობი ბრისტოლში და 1725 წელს გადევიდა ლინკოლნ-ინნში, ლონდონში. 1733 წელს გადევიდა დრური ლეინის თეატრში და მალე მისი ხელმძღვანელიც გახდა. 1735 წელს მან თეატრის ფოიეში შეკამათებისას მოკლა მსახიობი, თუმცა სასამართლომ ის მკაცრად არ დასაჯა, მას შეუწყდა სამსახიობო მოღვაწეობის უფლება. იმის გამო, რომ იყო კონფლიქტური, ჩამოშორდა სცენას და პროფესიასთან გამოსამშვიდობებლად შეილოკის როლი ითამაშა.

ჩარლზ მაკლინს დაწერილი აქვს ორი პიესა „სიყვარული მოდაშია“ და „დარბაისელი ადამიანი“.

ლაშა ჩხარტიშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები