მაკლორენი კოლინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოლინ მაკლორენი − (ინგლ. Colin Maclaurin; 1698 კილმოდანი — 1746, იორკი), შოტლანდიელი მათემატიკოსი.

მუშაობდა მათემატიკის პროფესორად აბერდენსა და ედინბურგში. მაკლორენის ნაშრომი ფლუქსიათა შესახებ გამოქვეყნდა 1742 წელს. ნაშრომის პირველ ორ წიგნში იგი განიხილავს ნიუტონის ფლუქსიათა მეთოდს და მისი ძირითადი დებულებების დაფუძნებას ახდენს. მაკლორენი წყვეტს მრუდთა თეორიის და მათემატიკური ფიზიკის უძნელეს პრობლემებს, რითაც ის ამჟღავნებს თავის დიდ მათემატიკურ ნიჭს. თეორემა, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს, ტეილორის თეორემის კერძო შემთხვევას წარმოადგენს. მეორე წიგნში მაკლორენი განიხილავს ნიუტონის ბინომის თეორემას და ამის შემდეგ გამოჰყავს ტოლობა


Makloreni 1.png



წყარო

მათემატიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები