მაკოორდინირებელი ინსტანცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაკოორდინირებელი ინსტანცია – მეთაური (სარდალი) ან პასუხისმგებელი პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება კოორდინაცია გაუწიოს ორი და მეტი ქვეყნის, სარდლობის, შეიარაღებული ძალების სახეობების, ან შეიარაღებული ძალების ერთი სახეობის ორი, ან მეტი დაჯგუფების მიერ კონკრეტული ამოცანების, ან ღონისძიებების შესრულებას. იგი უფლებამოსილია მოითხოვოს დაინტერესებულ სუბიექტებს შორის კონსულტაციები, მაგრამ არ აქვს უფლება აიძულოს ისინი მიაღწიონ შეთანხმებას. უთანხმოების დროს იგი მოლაპარაკებების გზით უნდა ეცადოს პრინციპული შეთანხმების მიღწევას. წარუმატებლობის შემთხვევაში კი აღნიშნული საკითხი განხილვისთვის უნდა გადასცეს შესაბამის ინსტანციას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები