მაკრაკანთორინქოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაკრაკანთორინქოზი (macracanthorhynchosis; გვარის დასახელება Macracanthorhynchus + ბერძნ. osis დაავადება) – ჰელმინთოზი. აღმძვრელი – Macracanthorhynchus hirudinaceus პარაზიტობს შინაური და გარეული ღორის წვრილ ნაწლავებში.

საქართველოში მაკრაკანთორინქოზი გავრცელებულია კერობრივად, უპირატესად დაინვაზიებულია რვა თვეზე უფროსი ასაკის ღორი.

კლინიკური ნოშნები ინტენსიური დაინვაზიების დროს: სისუსტე, მოუსვენრობა, მადის დაქვეითება, ძლიერი სიგამხდრე, ზრდა-განვითარების შეფერხება, კუნთების კანკალი, გაუხეშებული და მოშვებული კანის საფარველი, ხანდახან – სისხლიანი ფაღარათი. ზოგჯერ ღორი მუცელზე ხოხავს, სიარულის დროს მას უკანა კიდურები ეკეცება და ხერხემალი რკალისებრად ამოზნექილი აქვს.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები