მალაბსორბციის სინდრომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მალაბსორბციის სინდრომი - (malabsorption syndrome), ცხიმში ხსნადი ვიტამინების, მინერალების, ნახშირწყლების, ცილების, წყლის შემცირებული შეწოვით გამოწვეული სიმპტომებისა და ნიშნების ერთობლიობა. იწვევს ცხიმის პათოლოგიურ გამოყოფას ფეკალიებით (სტეატორეა).
ყველაზე ხშირი მიზეზებია:
- საჭმლის მონელების უკმარისობა (მაგ., გასტროექტომიის, ციროზის, ნერვული ანორექსიის, ნერვული ბულიმიის დროს);
- ბიოქიმიური დარღვევები (მაგ., ცელიაკიის, სპრუს, ენიზმების მემკვიდრული დეფიციტის დროს);
- შეწოვის ზედაპირის სიმცირე (მაგ., წვრილი ნაწლავის რეზექციის დროს).
ნიშნები და სიმპტომები მოიცავს:
წონისა და კუნთოვანი მასის დაკლებას, პატარა სიმაღლეს, შეშუპებებს, ჩონჩხის დეფორმაციას, გაუფერულებულ, მომატებულ განავალს, ნევროპათიას, ენცეფალოპათიასა და მეორად დემენციას, ვიტამინების მრავლობითი დეფიციტის გამო.