მალიბრანი მარია ფელისიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარია ფელისიტა მალიბრანი

მარია ფელისიტა მალიბრანი – (ქალიშვილობის გვარი გარსია), (24 მარტი 1808, პარიზი – 23 სექტემბერი 1836, მანჩესტერი), ფრანგი მომღერალი (მეცო-სოპრანო). წარმოშობით ესპანელი. პირველად 1825 გამოვიდა ლონდონში. მღეროდა საფრანგეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის საოპერო სცენებზე. პარტიები: ნორმა, ალინა(ბელინის „ნორმა“, „სომნამბულა“), ლეონორა (ბეთჰოვენის „ფიდელიო“), დეზდემონა (როსინის „ოტელო“) და სხვ. XIX ს. I ნახევრის ერთ-ერთი უდიდესი მომღერალია. მისი სიმღერა გამოირჩეოდა იშვიათი გამომსახველობითა და არტისტიზმით. ეკუთვნის მთელი რიგი მუსიკალური ნაწარმოებები (ნოქტიურნები, რომანსები და სხვ.).





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები