მალი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მალი
- ჰორიზონტალური მანძილი კოჭების, ფერმების და მათი მსგავსი კონსტრუქციების მეზობელ საყრდენებს შორის. განასხვავებენ საანგარიშო მალს, რომელიც იზომება კონსტრუქციის ნაწილების ცენტრებს შორის და სასინათლო მალს, რომელიც იზომება საყრდენის წახნაგებს შორის.
- სამრეწველო შენობის ფართობის ნაწილი შემოზღუდული სვეტების ორი მომიჯნავე რიგით ან სვეტების რიგით და კედლით.