მალოფაგები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მალოფაგები (Mallophaga; ბერძნ. mallos მატყლის ბღუჯა, ნაკუწი + phagein კვება) – უფრთო მწერების (Hemimetabola) რაზმი. მუდმივი ექტოპარაზიტები, ძუძუმწოვრებისა და ფრინველების მალოფაგოზის აღმძვრელები.

მალოფაგები გაერთიანებული არიან სამ ოჯახში: Trichodectidae (ბალანჭამიები), Menoponidae (ბეწვიჭამიები) და Philopteridae (ბუმბლიჭამიები). მალოფაგოტოზები გავრცელებულია ყველგან. დამახასიათებელია ქავილი, კანის გასქელება, თმის საფარის ან ბუმბულის ნაწილობრივი გაცვენა, სიგამხდრე, პროდუქტიულობის შემცირება.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები