მალცანი ადოლფ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ადოლფ მალცანი – ბარონი ვარტესბერგი (1877-1927), გერმანელი დიპლომატი. დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობდა 1908-დან.
1921-22 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
1922-25 – საგარეო საქმეთა სტატს-მდივანი, აქტიურად მონაწილეობდა გენუის კონფერენციის (1922) მუშაობაში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რაპალიის ხელშეკრულების 1922 ხელმოწერაში.
1922-25 – გერმანიის ელჩი აშშ-ში.