მამარდაშვილი მერაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერაბ მამარდაშვილი – 1930-1090 - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1972), დაიბადა ქ. გორში, დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1954) და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა (1957), მუშაობდა ჟურნალში ,,80ი000ს! CIIIV0-ლ0დ”/)“ (1957-1961). 1968-1974 წლებში იყო ამ ჟურნალის რედაქტორის მოადგილე, ხოლო 1961-1966 წლებში - რედაქტორის მოადგილე ჟურნალისა „Проблемы мира и социализма“ (პრალა), მუშაობდა აგრეთვე მოსკოვის კვლევით ინსტიტუტებში: საერთაშორისო მუშათა მოძრაობის ინსტიტუტსა (1966-1968) და ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის ისტორიის ინსტიტუტში (1974-1980). 1980 წლიდან გადმოვიდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. ხელმძღვანელობდა ჯერ ბუნებისმეტყველების ფილოსოფიური პრობლემების განყოფილებას, შემდეგ - ცნობიერების ფილოსოფიური პრობლემის შემსწავლელ საპრობლემო ჯგუფს. მ. მამარდაშვილი კითხულობდა ლექციათა კურსს სხვადასხვა ფილოსოფიურ პრობლემახე მოსკოვში, თბილისსა და პარიხში.

საკვანძო პრობლემა, რომელიც აერთიანებს მ. მამარდაშვილის საკმაოდ მრავალმხრივ ფილოსოფიურ მოღვაწეობას, ცნობიერებისა და ახროვნების ფილოსოფიური პრობლემაა.

ცნობიერება მ. მამარდაშვილს ესმის როგორც თავისუფლების აქტი როგორც ადამიანის თვითტრანსცენდირება. ცნობიერების უნარის წყალობითაა, რომ ადამიანს შეუძლია ,„,გავიდეს“ ემპირიულ ხდომილებათა ნატურალური რიგიდან. ამდენად, ყველა ფილოსოფიური პრობლემა შეიძლება გაგებულ იქნას როგორც ცნობ- იერების აქტების ანალიხი. ფილოსოფია იგივეა, რაც მეტაფიხიკა. ის, რახეც ფილოსოფოსი რეფლექსიას ახდენს, არის ადამიანის თვითტრანსცენდირება, მაგრამ ფილოსოფოსს არ შეუძლია თვითონაც გავიდეს სამყაროდან და მოიპოვოს რაღაც პრივილეგიური წერტილი, საიდანაც კარგად გამოჩნდება ტრანსცენდენციის აქტი, ფიხიკურისა და მეტაფიხიკურის მიმართება.

სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილის ანალიხი ონტოლოგიური თვალსახრისით შეადგენდა მ. მამარდაშვილის მუშაობის ძირითად მიმართულებას მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში: იგი იღებდა არა მხოლოდ წმინდა მეცნიერული ნაშრომების, არამედ პუბლიცისტური გამოსვლებისა და ინტერვიუების სახეს.

მ. მამარდაშვილი თავის კვლევაში ძირითადად ეყრდნობოდა კლასიკურ ტრადიციას, განსაკუთრებით - პლატონის, დეკარტის, კანტის ნაახრეევს. ამ სამი ფილოსოფოსის კონცეფციათა განხილვას მან მიუძღვნა ფუნდამენტური ნაშრომები: „ანტიკური ფილოსოფია“, „კარტეხიანული განახრებანი“ და „, კანტიანური ვარიაციები“,

მ. მამარდაშვილის ფილოსოფიური მოღვაწეობა ფართო საერთაშორისო აღიარებით სარგებლობდა. 1988-1990 წლებში მონაწილეობა მიიღო მრავალ საერთაშორისო კონგრესსა და სემინარში (საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, აშშ, იუგოსლავია).

თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები