მამარდაშვილი ნათელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნათელა მამარდაშვილი

მამარდაშვილი ნათელა — (1939) დაიბადა ცაგერის რაიონში. 1966 წელს დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; 1958 წლიდან ცხოვრობდა სოხუმში. 1968 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის რაიონის კელასურის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ასწავლიდა ასევე რელიგიას და კულტურას. 1990-1993 წწ. აფხაზეთში იყო დავით აღმაშენებლის საქველმოქმედო საზოგადოების პრეზიდენტი. არის 15 წიგნის ავტორი. დევნილობის შემდეგ იმერეთში გადავიდა საცხოვრებლად, მუშაობდა ხონის მეოთხე საჯაროს კოლაში. მან და სერგო წურწუმიამ ქუთაისში აღადგინეს გაზეთი „ცხუმი”, რომელიც უსახსრობის გამო მალე დაიხურა.


ლადოს
სარეწკელას მთებში ისმის,
ლადო, შენი ძახილი,
მიდის, როგორც დილის ნისლი
შენი სულის სამხილი.
ხვამლის წვერზე მზე ამოვა,
სხივს დაათოვს ბარდნალას,
მთის მწვერვალზე შენი ჩრდილი
სიმღერებად დამდგარა.
ცხენისწყალის მღვრიე ტალღებს
და ლეჩხუმის სანახებს,
შენი ლექსი ალამაზებს
და სიცოცხლეს ალაღებს.
ოცდაექვსი გაზაფხული
ვაჟკაცურად იარე,
თვალბრიალა ყაყაჩოებს
უშუშებდი იარებს.
საოცარი ბედი გერგო
მოგიხატავს გზა ფარჩით.
შენ სიმღერად დაიბადე
და სიმღერად გადარჩი!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები