მამაცაშვილი კონსტანტინე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მამაცაშვილი კონსტანტინე (1814-1900) – ლიტერატორი, საზოგადო მოღვაწე და პოეტი.
თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის შემდეგ დაამთავრა პეტერბურგის კადეტთა კორპუსი. 1869 წ. მიიღო გენერალ-ლეიტენანტობა. კ. მამაცაშვილი ცნობილი იყო როგორც რუსეთის ჯარების გამოჩენილი გენერალი და ნიჭიერი სარდალი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გაბედულად იმაღლებდა ხმას ბატონყმობის წინააღმდეგ და მოითხოვდა შეღავათებს გლეხთა განთავისუფლებისას. ახლო მეგობარი იყო ნ. ბარათაშვილისა; მის მიერ „დროებაში“ გამოქვეყნებული მოგონებები ძვირფას მასალას გვაწვდის გენიალური პოეტის ბიოგრაფიისთვის. კ. მამაცაშვილი იცნობდა და მეგობრობდა მ. ი. ლერმონტოვს.
თხზულებანი
- კ. მამაცაშვილი, „თ. ნ. მ. ბარათაშვილი“, 1893.