მამეთირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მამეთირ-ი / სუუ-ანასი მამეთირ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Мамметтир / Суу-Анасы Мамметтир – „წყლის დედა მამეთირი“) – წყლის მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. მიმართავენ წყალში დამხრჩვალის გვამის ძიების დროს:
- წყლის დედა მამეთირ,
- ბრძანე, ერთგულად აღასრულონ შენი ნება.
- ადამიანი დაიხრჩო შენს წყალში,
- მთელი სოფელი შეიყარა შენს განგაშზე,
- თავად გამოდი და შეხედე,
- მომეცი ჩემი მიცვალებული!
მამეთირი ამოდის მდინარიდან, ტბიდან ან ზღვიდან. მისი ლურჯი თმა სინათლეს ასხივებს. როცა თმას ივარცხნის, მთასა და ბარში წვიმა ეშვება.
ლიტერატურა
- Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
- Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.
წყარო
კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები [კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] [კატეგორია:სულები]]