არეშიძე მამუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მამუკა არეშიძე-დან)
მამუკა არეშიძე – დაიბადა 1957 წლის 27 ნოემბერს თბილისში. — პოლიტიკური ორგანიზაცია „კავკასია“-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
განათლება – შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი (1980).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას (1981-95).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი.
პრემია
სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
სახელმწიფო ჯილდო
ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი