მამულო (ვაშლი ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მამულო – ვაშლის მესხური ჯიში. ფართოდაა გავრცელებული მესხეთში, განსაკუთრებით ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მაღალტანიანია, სრულ მსხმოიარობაში შედის მე-7-9 წელს. უხვმოსავლიანია, სრულ მსხმოიარობაში შეიძლება 400 კგ მოსავლის მიღება. ნაყოფი საშუალო ზომისაა, მუქი წითელი, მომრგვალო, თხელკანიანი, მცირელაქებით. ტკბილი, წვნიანი და არომატულია. ნაკლებად ტრანსპორტაბელურია. გამძლეა მავნებლების მიმართ.



წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები