მანდარინი იზეკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მანდარინი იზეკი- ჩვეულებრივი უნშიუსაგან მხოლოდ ნაყოფით განირჩევა; ის ბრტყელია; წონა 85 გრ-მდე. დიამეტრი 6,2 სმ-მდე, სიმაღლე 4,0–5,2 სმ-მდე.
ზედაპირი გლუვი აქვს, ხშირი და ჩამჯდარი ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. ნაყოფის ფუძე ოდნავ ჩაზნექილი და ჯამის ირგვლივ დანაოჭებულია; წვერი მკვეთრადაა გამოსახული რგოლისმაგვარი გვირგვინით. კანი თხელია, 2–3 მმ. სისქის, ფუყეა და ხორცს ადვილად სცილდება. გულის ღრუ შეკრული, ამოვსებული.
სეგმენტები 9–11, არათანაბარი. აპკი სქელი და უხეშია, ადვილად სცილდება ხორცს.
საწვნე უჯრედები წვრილია, მოგრძო და ფუძისაკენ წაწვეტებული. სეგმენტები მახვილსოლისებრია, სირბილე მცირეწვნიანია და მდარე გემოსი.