მანდარინი კინოკუნიმიკანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კინოკუნიმიკანი

მანდარინი კინოკუნიმიკანი - ეს ჯიში (C. Kinokuni Tan.) მანდარინის უძველეს ფორმას წარმოადგენს და ცნობილი იყო ჩინეთში 1200 წლის წინათ.

ხე საშუალოზე დიდია; მრგვალი, ჯამისმაგვარი ვარჯით. შეფოთვლა აქვს უხვი. ფოთლები წვრილია, ყუნწი – მოკლე და უფრთო. მოსავლიანობა – უხვი. მწიფდება უნშიუზე ცოტა გვიან.

ფერი აქვს მუქი ყვითელი. ზედაპირი გლუვი, წვრილი ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. ფუძე ბრტყელია, ჯამთან შემოჭიმული და დაღარული; ღარიბი დაჰყვება ნაყოფს წვერისაკენ; წვერი ჩაწეულია და ემჩნევა ბუტკოს გვირგვინისებრი რგოლიანი პატარა კვალი. კანი აქვს თხელი, 1,5–2 მმ. სისქისა. ქვედაფენა ძალიან თხელია და მკვრივი, სურნელოვნებით იტალიურ მანდარინს წააგავს. გულის ღერძი უწესო ვარსკვლავისებრია საკმაო ფართო 10 მმ-დე და ამოვსებული მკვრივი ალბედოთი. სეგმენტები – 10–12, პატარებია, მახვილსოლისებრი, შედარებით თანაბრად და მჭიდროდ შეკრული. აპკი სქელი და უხეში. საწვნე უჯრედები გრძელია, ბოლოებისაკენ მახვილი და წაწვეტებული. წვენი აქვს საშუალო რაოდენობის, უფერული და მომჟავო-მოტკბილო. ხორცი მუქი ყვითელია.

თესლი იცის მრავალი, სეგმენტების ფუძესთან მიმაგრებული. მარცვლები მოზრდილია, 7 მმ. სიგრძის და 4 მმ. სიგანით, მახვილწვეტიანია. ბათუმის სუბტროპიკული ბოტანიკური ბაღის კოლექციაში არის მეტად მსგავსი ფორმა „უზუკავა მიკანის“ სახელწოდებით, მაგრამ არსებითი განსხვავება მათ შორის არ არის.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები