მანდარინი შივამიკანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანდარინი შივამიკანი - (C. leiocarpa Tan. Var praecox Luss) იზრდება ხის მსგავს ბუჩქნარად, განტოტვა ძირიდანვე აქვს; მთავარი ტოტები გრძელი და წვრილია, თავის მხრივ სქლად დატოტიანებული. მუხლთაშორისები მოკლეა;

ფოთლები შემჭიდროებულია პატარა, მოგრძო, ოვალური წამახვილებული წვერით და მომრგვალებული ბლაგვსოლისებრი ფუძით. ყუნწი მოკლეა, სრულიად უფრთო. შივამიკანი წარმოადგენს მანდარინის ერთ-ერთ ადრეულა ცალკეულ და წვრილნაყოფა სახესხვაობას, მაგრამ დაბალი ხარისხიანობის გამო, უპერსპექტიოა. გვხვდება ცალკეულ ძირებად.

ნაყოფი – წვრილი, შებრტყელებულია; დიამეტრი – 4–5 სმ; სიმაღლე 2,5–3,5 სმ; წონა 25–37 გრ. ზედაპირი – გლუვი, ხშირად – პრიალა. ფუძე ძუძუსთავისებრია, ბლაგვად ამოწეული და შემოღარული, ჯამთან ბორცვიანია, წვერი ჩაღრმავებული აქვს. ბუტკოს კვალი პატარაა, მაგრამ მკაფიო, შავი წერტილისმაგვარი. სურნელოვნება თავისებურია და ცხარე. კანი თხელი აქვს, ყვითელი, ხორცზე ფუყედ შემოკრული, მეტად რბილი, არამწარე, მაგრამ ცხარე. ეთერზეთოვანი ჯირკვლები წვრილი აქვს, არათანაბარი, კანში ჩამჯდარი, ქვედა ფენა თხელია, ბადისებრი მოყვანილობისაა. სეგმენტები 9–10, ფერად მუქი ყვითელი, მოყვანილობით – სოლისებრი, მაგრამ ბლაგვი, ურთიერთთან სუსტად დაკავშირებული; გულის ღერძზე მჭიდროდ მიმაგრებული. აპკი უხეშია და სქელი. წვენი ტკბილია და მოგრძო თითისტარისებრი. თესლი იცის მრავალი – 20-მდე, თეთრკანიანი, ნაოჭზედაპირიანი, მოკლე და სწორნისკარტიანი. საფარი ქალაძასთან მოვარდისფრო-ყავისფერია. ლებნები ღია მწვანეა, რაოდენობა 5–7.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები