მანდარინი ჰირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანდარინი ჰირა

მანდარინ ჰირა - ამ ჯიშის ხე საშუალოზე დიდია, მაღალი. ვარჯი (კრონა) გაშლილი, დახრილი ტოტებით, საშუალო სისქის, უფრო ხშირად ჯამისებრიდან ბურთისებრისაკენ გარდამავალი. საერთო მოყვანილობა არაწესიერი. ღერო (შტამბი) პატარა აქვს. მთავარი ტოტების განტოტვის კუთხე საკმაოდ დიდია. '

ფოთლები სხვა ფორმებზე გაცილებით პატარა და ვიწრო აქვს; ისინი ფოთლის ყუნწის გადახრის გამო ძირს დაშვერილია, ფოთლის წვერი მახვილწვეტიანია და ფუძესთან სოლისებრი. ყუნწი მოკლე და ვიწრო ფრთებიანია. ჯამის ერთი ფოთოლაკი უფრო გრძელია, ვიდრე დანარჩენი.

განსაკუთრებულ მოთხოვნილებას უყენებს ნიადაგის პირობებს, რომლის შეფერილობა იწვევს მოსავლის ხარისხის დაცემას.

ნაყოფის ფორმა – მრგვალი, დიამეტრი 5,3 სმ-დან 6,1 სმ-მდე, სიმაღლე – 3,7–4,7 სმ-მდე. წონა 80 გრ. ფერი – ტიპიური ნარინჯის. ნაყოფის ზედაპირი გლუვია, ეთერზეთოვანი ჯირკვლები წვრილია, კანში ჩამჯდარი, მჭიდროდ განლაგებული, მრავალრიცხოვანი. ნაყოფი წვერჩაწეულია, დინგის მიმაგრების ადგილი მკვეთრად გამოსახულია, ფუძე – ჩაზნექილია, ჯამის ირგვლივ დანაოჭება სუსტია. სურნელოვნება ძლიერ სუსტი აქვს.

კანი საშუალო სისქისაა – 2–2,5 მმ. კანის ქვედა ფენა ფუყეა, მოყვითალო-მოთეთრო, მწარე და ძლიერ თხელი. აპკი ნაზი და თხელია, ხორცს ადვილად სცილდება.

გულის ღერძი ცარიელია, გაშლილი, თითქმის 11 მმ. სიდიდისაა. სეგმენტები – 10–12 მდე, თანასწორი, მახვილსოლისებრი, ურთიერთშებმულობა სუსტია. საწვნე უჯრედები არათანაბარია, თითისტარისებრი, წვენი უხვია, მოყვითალო; გემო – სასიამოვნო, სიტკბო-სიმჟავე წესიერი შეფარდებით.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები