მანდილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანდილი

მანდილი - ქალის კომპლექსური თავსაბურავის ერთ-ერთი ელემენტი, გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ხევსურეთი და თუშეთი). გრძელი, ყელსახვევის მსგავსი ხევსურული მანდილი შინნაქსოვი შავი ან ლურჯი შალისაგან (ტოლი) მზადდებოდა და სათაურასთან ერთად იხმარებოდა.

ხევსურული მანდილი

ხევსურული მანდილი 2 სახისა იყო: „ცალქერქა“ და „ორქერქა“. „ცალქერქას“ ერთი ბოლო ფესვით მთავრდებოდა, მეორე კი „შიბით“ ან „ნაჭრელით“, ჰქონდა ნაქარგი. მანდილის შუაში „სამხატი“ (3 ჯვარი) იყო ამოქარგული, თავზე მოხვევისას „სამხატი“ შუბლზე უნდა მოქცეულიყო.

თუშური მანდილი

თუშური სამკუთხა მანდილი შავი ქიშმირის ან სატინისაგან მზადდებოდა. ერთი ყური შედარებით პატარა ჰქონდა.

ხევსურეთსა და თუშეთში მანდილი გათხოვილი ქალის სავალდებულო თავსაბურავად მიაჩნდათ. გაუთხოვარი ქალისათვის მისი ტარება არ იყო სავალდებულო. თუში ქალი მანდილს ხმარობდა ცალკე ან კუჭურასთან ერთად. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მანდილი დიდი პატივისცემით სარგებლობდა: მოჩხუბართა შეტაკების დროს მათ შორის მანდილის ჩაგდება შეწყვეტდა შუღლს.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები