მანეული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Vinelis.PNG

მანეული - Salix viminalis L.

ზ.იმერ.– მარნეული, იმერ. – ყვითელი ტილიფი, ქვ.იმერ. — ყვითელი ტირიფი, ლეჩხ., რაჭ., მეგრ. — კაპიჭი, საბა – მარნა

მანეული ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. იზრდება მთის შუა სარტყლის ტყეებში და მდინარეთა ხეობებში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. მანეული 20 მ-მდე სიმაღლის ხეა, თუმცა ბუჩქადაც იზრდება. ტოტები ყვითელი ან მიხაკისფერი წითელი, შიშველი, მთავარ ღეროზე რუხი ქერქით დაფარული. ფოთოლი კიდეებზე ტალღისებრადაა ამოკვეთილი. ფოთლის ზედა მხარეს, კიდეებთან, ბორცვიანი ჯირკვლებია. ქვედა მხარეს ფოთოლი ბრწყინავი ბეწვითაა შემოსილი. ზედა მხარეს ბეწვი ძლიერ ცოტაა.მანეული ყვავის აპრილსა და მაისში. მამრობითი ყვავილი ყვითელია, მდედრობითი — ვერცხლისფერი, ყვავილედი მჭადაა. ნაყოფი კოლოფია, მწიფდება მაის-ივნისში.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები