მანის დოქტრინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„მანის დოქტრინა“ – აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური პროგრამა, რომელიც ჩამოყალიბებული იყო 1964 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ტ. მანის გამოსვლებში, ითვალისწინებდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში არსებული რეჟიმების შემდგომ მხარდაჭერას, კუბის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის გაძლიერებას „კომუნისტურ საფრთხესთან“ ბრძოლის მიზნით. აშშ-ის ლათინურ-ამერიკული სტრატეგიის მთავარ მიზნად დოქტრინა აცხადებდა ამ რეგიონის ქვეყნებში ამერიკული კაპიტალდაბანდებებისათვის სასურველი პირობების შექმნას, „მანის დოქტრინის“ შემდგომ განვითარებას წარმოადგენდა 1965 გამოცხადებული „ჯონსონის დოქტრინა“.