მანკიერი წრე (ეკონომიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მანკიერი წრე“ - (“vicious circles”), ტერმინი, რომელიც ჩვეულებრივ ახასიათებს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას. ითვლება, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკა, სადაც იწარმოება მხოლოდ არსებობისათვის აუცილებელი საშუალებები, არ ექვემდებარება გარდაქმნას, ვინაიდან დაბალია წარმოების მთლიანი მოცულობა და სარეზერვო მარაგები უმნიშვნელოა ან, საერთოდ, არ იქმნება. აქედან გამომდინარე, მოხმარების შემდეგ არ არსებობს ნამეტი კაპიტალის დაგროვებისათვის, რომლის გარეშეც ნაკლებად შესაძლებელია წარმოების გადიდება. ამ „მანკიერი წრის” გასაღები კაპიტალის დაგროვებაა. თუ ქვეყანა შეძლებს თავი დააღწიოს ამ წრეს, მაშინ წარმოიქმნება საწინააღმდეგო პროცესი. როგორც კი დაიწყება კაპიტალის დაგროვება, წარმოების მოცულობა იზრდება, ხოლო შემდეგ იწყებს ზრდას შემოსავლებიც, რომელიც ქმნის ნამეტს ინვესტირებისა და დაგროვებისათვის.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები