მანსარდული სახურავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მანსარდული სახურავი (ინგლ. mansard roof) – სახურავი, რომელსაც აკეთებენ მაშინ, როცა საჭიროა სხვენის საცხოვრებელი სათავსის (მანსარდის) მოცულობის გაზრდა. სახურავი ძირითადად შედგება სხვადასხვა დახრის კუთხის მქონე სიბრტყეებისაგან, რომელთაგან ქვედა უფრო დახრილია, ვიდრე ზედა. ასეთი სახურავები პოპულარულია ბინათმშენებლობაში, რადგან სახლის მფლობელს საშუალებას აძლევს სხვენის ხარჯზე საკმაოდ გაზარდოს საცხოვრებელი ფართობი და მოაწყოს იქ საბილიარდო, ბავშვთა ოთახი და სხვა.