მანქანა მაცივარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მანქანა მაცივარი − სამაცივრო დანადგარებიანი საშუალება (ავტომობილი, ვაგონი, გემი და სხვ.), რომლითაც ხდება მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვა. სამაცივრო-გასათბობი დანადგარი დამონტაჟებულია იზოთერმულ ფურგონში მოცულობით 2-120 მ3, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას –30-დან +12°С-მდე. მანქანა მაცივრის ძირითადი ელემენტებია: კომპრესორი, საორთქლებელი, კონდენსატორი და თერმორეგულიატორი.