მანქანის გამავლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანქანის გამავლობა – მანქანის მოძრაობის უნარი სხვადასხვა პირობებში დამხმარე საშუალებების გარეშე. ძვრადობის (დაძვრის) ერთ-ერთი მახასიათებელი.

მანქანის გამავლობა შეიძლება იყოს:

  • ჩვეულებრივი (ავტომობილები ბორბლების ფორმულით 4x2, ჩვეულებრივი საბურავებით და არაბლოკირებული დიფერენციალით),
  • გაძლიერებული (სამხედრო ავტომობილები ბორბლების ფორმულით 4x4, 6x4, 6x6, 8x8, ფართოპროფილიანი სალტეებით და რეგულირებული წნევის სალტეებით),
  • ნაწილობრივ ან სრულად ბლოკირებული (დიფერენციალებით) და მაღალი (მუხლუხიანი მანქანები და სრულამძრავიანი სამხედრო ავტომობილები უმდაბლესი წნევის სალტეებით და სხვა).

მანქანის გამავლობა ფასდება გრუნტზე კუთრი წნევით, გადასალახავი წინაღობების პარამეტრებით და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები