მანჭკვალისებრი აბლაბუდიანი სოკო
მანჭკვალისებრი აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cotinarius armollatus (Fr.)
ქუდი – 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცული, შემდეგ გაშლილი, შუაში განიერი ბორცვაკი ახასიათებს, ზედაპირი აბრეშუმისებრი, ბოჭკოვანია, მოწითალო-ყავისფერი. კიდეებზე მეწამული ბოჭკოების გამო. აბლაბუდა მურა-ვარდისფერია. ფირფიტები განიერია, შეზრდილი, ჯერ ღია ფერისაა, შემდეგ – წითურ ყავისფერი.
ფეხი – 5-14 სმ სიგრძისა და 1-3 სმ სისქისაა, თითისტარისებრია, ზედაპირი დაფარულია აბრეშუმისებრი ბოჭკოებით, ვერცხლის ფერ-მურაა, განვითარებული აქვს 2-4 კაშკაშა-წითელი, თითქმის ფირფიტოვანი, ბეჭედივით ზოლი.
რბილობი – ღია ყავისფერია, განსაკუთრებული გემოს გარეშე და ნესტის სუნით.
სპორები – ფართო ელიფსისებრია ან ნუშისებრი, წვრილხორკლიანი ზედაპირით, 7-12X5-7 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელი სოკოა.