მარადიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარადიდი − ცნობილი სოფელია აჭარაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (კირნათის თემი). სოფელი გაშენებულია მდ. ჭოროხის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 100 მ. რაიონული ცენტრიდან 15-16 კმ-ით არის დაშორებული.

ტოპონიმი

სპეციალისტთა ერთი ნაწილის მტკიცებით სახელწოდება წარმომდგარი ყოფილა მარან- სიტყვაზე ზედსართავ დიდი-ს დართვით: მარან-დიდი → მარა-დიდი (სონორი თანხმოვნის დაკარგვის გზით). ნ- არის ჩავარდნა სონორ ბგერათა გარემოცვაში ფონეტიკურად შეპირობებულია, მაგრამ ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ტოპონიმი მარადიდი ემყარება ზანურ მარა სიტყვას, რომელიც ქართული მერეს ზუსტი შესატყვისია (ქართუ-ლი ე – ზანური ა, ისევე, როგორც ეს ღელე-ღალ- და სხვა ტერმინებში დასტურდება). მერე (ზან. მარა), როგორც ცნობილია, მდინარისპირა ვაკე ადგილს აღნიშნავს. ტოპონიმი მარადიდი, იგივე მერედიდი, ამ ვითარებას რეალურად ასახავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტოპონიმის სახელდება მოტივირებულია. მარა-დიდი-ს ანალგიური წარმოება მეგრული (ზანური) ტოპონიმიისათვის ნიშანდობლივია. შდრ. ჭყონ-დიდი, ზუგ-დიდი, გა-დიდი („მთა დი-დი“) და სხვ.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები