მარადიული სახეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარადიული სახეები – სხვადასხვა ქვეყნის თუ ეპოქის ლიტერატურაში მრავალგზის ასახული, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ლიტერატურული და მითოლოგიური პერსონაჟები პრომეთე, კაენი და აბელი, მეფისტოფელი და ფაუსტი, ჰამლეტი, დონ ჟუანი, დონ კიხოტი, მეჯ ნუნი (და სხვ.). ისინი აღქმულნი არიან როგორც დროისა და სივრცის მიღმა მყოფი ადამიანური სულისკვეთების სიმბოლური გამოსახულებანი.

ყოველი ახალი ეპოქა მარადიულ სახეებს უსადაგებს კონკრეტულ-ისტორიულ ვითარებას და ზოგჯერ მათი დახასიათების სრულიად ახალ ვერსიას გვთავაზობს (დონ კიხოტი გვევლინება ხან კომიკურ, ხან სატირულ, ხან კი სანიმუშო გმირად; დონ ჟუანი ხან ბოროტმოქმედად, ხან ბუნტარად; ჰამლეტი ხან სიმართლისთვის მებრძოლად, ხან კი – სიმშვიდის დამრღვეველად, და ა.შ.). აქედან გამომდინარე, მარადიულ სახეებად მიჩნეულნი არიან ის მხატვრული გმირები, რომლებიც იძლევიან მრავალრიცხოვანი ფილოსოფიური ინტერპრეტაციის საშუალებას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები