მარაკასი (მუსიკალური საკრავი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარაკასი – სახმაურო საკრავი, რომელიც გამოიყენება ლათინური ამერიკის ცეკვებში; წარმოადგენს ხის თხელკედლიან ღრუ სფეროებს. რომლებშიც კენჭებია ჩაყრილი. დღესდღეობით მარაკასი ჯაზ-ორკესტრების არსებითი ნაწილია, გამოიყენება სიმფონიურ პარტიტურებშიც –– მაგ. ს. პროკოფიევის „ალექსანდრე ნეველში“.