მარანას კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარანას კოშკი - კოშკები მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარანას განაპირა, ჩრდილოეთით, თარიღდება XVII საუკუნით.

აღწერილობა

კოშკი ნაგებია რიყის ქვით (8,2 X 7,8 მ). შემორჩენილია ნაგებობის სარდაფი (ამოვსებულია ნანგრევებით) და სამი სართული. შესასვლელი სამხრეთით მეორე სართულზეა. პირველი სართულის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია. აღმოსავლეთ კედელში სამი სათოფურია, მოპირდაპირე კედელში - ერთი. ჩრდილოეთ კედელი ყრუა. პირველი სართული მეორეს უკავშირდება ქვის კიბით, რომელიც აღმოსავლეთ კედელს მიჰყვება. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელი ყრუა. დანარჩენებში გაჭრილია რამდენიმე ცალმაგი და ორმაგი სათოფური. კოშკში, იქ, სადაც კედელი სქელია სათოფური არ არის, ზოგან კი სათოფურების მოსაწყობად კედელში საგანგებო ნიშებია ჩაშენებული. კედლებს სამი მხრიდან მიშენებული აქვს კონტრფორსები. მესამე სართულის კედლები თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ დაკიდულ აივანზე გასასვლელი კარი. სართულებსშუა გადახურვა ხის იყო, კოჭოვანი.

ბიბლიოგრაფია

  1. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში პირამიდული კოშკები:მარანა //ზაქარაია პ. ქართული ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.432-433. სოფლის ჩრდილოეთ და სამხრეთ განაპირას მდგარი კოშკების დახასიათება. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.194,195).
  2. მარანა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ.5.-1990.-გვ.78. სოფ. მარანის ორი კოშკის (XVII-XVIII სს.) აღწერილობა.
  3. კოშკები //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება.ტ.I.-თბ.,1983.-გვ.177-180. მოკლე ცნობები მარანს კოშკის შესახებ. ტექსტს ერთვის კოშკის გეგმა და განაკვეთი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები