მარაო (სამხედრო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარაო
1. ლულების შეთანხმებული მიმართვა ერთი მიზნის დასაზიანებლად ერთ საცეცხლე პოზიციაზე განლაგებული ბატარეის (ოცეულის) საარტილერიო ქვემეხების (ნაღმსატყორცნების, საბრძოლო მანქანების) ცეცხლის წარმოებისთვის.
მარაო შეიძლება იყოს პარალელური, თავმოყრილი, ასევე მიზნის სიგანის მიხედვით.
- პარალელური მარაოს დროს ქვემეხის ლულის ღერძები ერთმანეთის პარალელურად არის განლაგებული,
- თავმოყრის დროს – ლულის ღერძების გაგრძელება იკვეთება მიზნის მანძილზე.
- მიზნის სიგანის და მანძილის მიხედვით – მეზობელი ქვემეხების ლულის ღერძების გაგრძელებებს შორის მანძილი, ტოლია მიზნის ფრონტი გაყოფილი ბატარეის (ოცეულის) ქვემეხების რაოდენობაზე.
2. გასკდომის მარაო – ჭურვების (ნაღმების) გასკდომის ერთობლიობა ბატარეის (ოცეულის) ჯერებით ან ზალპებით სროლის დროს, რომელიც მიღებულია აწევის ერთ კუთხეზე. ის შეიძლება იყოს თავმოყრილი ან გაფანტული მიზნის სიგანის მიხედვით.