მარგველაშვილი გენადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გენადი მარგველაშვილი – დაიბადა 1968 წლის 12 აპრილს ქ. ქუთაისში. — პედაგოგი, მათემატიკოსი, პოლიტიკოსი.
განათლება – 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- საბჭოთა არმიის რიგითი (1986-1988)
- ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი, შეთავსებით - ა.რაზმაძის სახ. ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის წრის მასწავლებელი (1991-1995)
- ქუთაისის ა. რაზმაძის სახ.ფიზიკა-მათემატიკის რეგიონული გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი (1995-2010)
- სსიპ ა. რაზმაძის სახ. ქუთაისის N41 ფიზიკა მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (2010-2011), სკოლის დირექტორი (2011-2016)
- პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, ქუთაისის №47 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.
სახელმწიფო ჯილდოები
- ღირსების მედალი (18-01-2001)
- ღირსების ორდენი (03-09-2007)
- ღირსების ორდენი (20-04-2011)