მარდანოვი ალექსანდრე
ალექსანდრე იაკობის ძე მარდანოვი – (25.10.1852 –1919 ), სომეხი გენერალ-მაიორი (22.02. 1904).
დაიბადა ქ.ტფილისში.
დაამთავრა კავკასიის სამხედრო გამმიჯვნელთა და სამხედრო ტოპოგრაფთა სკოლა 1874 წელს და გენერალური შტაბის აკადემია 1882 წელს.
მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსეთ-თურქეთის ომში.
1878-1882 წლებში მსახურობდა ასმეთაურად 161-ე ალექსანდროპოლის ქვეით პოლკში.
1882-1884 წლებში მსახურობდა მე-20 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად.
1884-1888 წლებში მსახურობდა კავკასიის II საარმიო კორპუსის შტაბში, დავალებათა ოფიცრად.
1888-1889 წლებში მსახურობდა 22-ე ადგილობრივი ბრიგადის უფროსის მმართველობაში, დავალებათა ოფიცრად.
1889-1890 წლებში მსახურობდა ქერჩის სიმაგრის შტაბის სამშენებლო განყოფილების უფროსად.
1892 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1890-1894 წლებში მსახურობდა კავკასიის სარეზერვო ბრიგადის მმართველობის შტაბ-ოფიცრად.
1894-1896 წ.წ. მსახურობდა მიხეილის სიმაგრის (ქ. ბათომი) შტაბის უფროსად.
1896-1898 წლებში მსახურობდა მე-2 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად.
1898-1900 წლებში მსახურობდა 36-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად.
1900-1904 წლებში მსახურობდა მოჟაისკის 141-ე ქვეითი პოლკის მეთაურად.
1904-1905 წლებში მსახურობდა აღმოსავლეთ-ციმბირის მე-3 მსროლელი დივიზიის 1-ი ბრიგადის მეთაურად.
1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომის დროს დაწინაურდა ბრძოლაში სოფელ ლიანდანსანთან (მანჯურიაში).
1905-1907 წლებში მსახურობდა ამურისპირა სამხედრო ოლქის გენერალ-კავარტირმაისტერად.
1906-1907 წლებში მსახურობდა გრენადერთა მე-3 დივიზიის I ბრიგადის მეთაურად.
1907 წლიდან მსახურობდა ციმბირის მე-3 სარეზერვო ქვეითი ბრიგადის მეთაურად.
იმავე წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით (მამაცობისათვის-1906), რუსეთის ორდენებით.
წმ.ანას III (1888) და II ხარ.(1901),
წმ.სტანისლავის III (1884), II (1895) და I (მახვილებით-1905),
წმ.ვლადიმერის IV (1900) და III ხარ. (მახვილებით).
დაკრძალულია ქ. ოდესაში, ახალი სასაფლაოს სამხედრო განყოფილებაზე.