მარიამსაკმელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Peganum.PNG

მარიამსაკმელა — Peganum Harmala მესხეთში უზალუგს, უზალიკს, გუზალიკს ეძახიან. მიეკუთვნება ორყურასებრთა Zygophyilaceae-ს ოჯახს. მრავალწლიანი 20—70 სმ-ის სიმაღლის, მრავალრიცხოვანი, ძლიერი დატოტვილი, უხვად შეფოთლილი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები მოკლეყუნწიანი, ძირამდე სამად გაყოფილი და კვლავ 2–3 ხაზურა ნაკვთიანი მორიგეობითაა განლაგებული დატოტვილ ღეროზე, რომლის ძირშიც სადგისისებრი თანაფოთლები ზის. ფესვი მთავარღერძიანია. სიგრძით ორ მეტრამდე, ყვავილები ხუთფურცლიანი, თეთრი ან მკრთალი მოყვითალო ფერისაა და განლაგებულია ტოტების ბოლოებზე. ყვითელი გვირგვინის ფოთლები თითქმის ჯამის ტოლია. ნაყოფი ზემოდან ოდნავ შეჭყლეტილი, ბურთისებრი, სამბუდიანი კოლოფია, რომელშიც მრავალრიცხოვანი წვრილი თესლია, სამწახნაგოვანი ან პირამიდული. ყვითელი ან ყავისფერი. ყვავილობს ივლის-აგვისტოში.

მარიამსაკმელას ღერო და ფოთლები შეიცავს ალკალოიდ გარმალინს, პეგანინს, თესლები და ფესვები კი — ჰარმინს, რომელიც თესლში დაახლოებით 4 % –მდეა. | საქართველოში გვხვდება აჭარაში, იმერეთში, ქართლში, ქიზიყში, გარდაბანში, კახეთში და მესხეთში, გავრცელებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპულ ნაწილში, შუა აზიაში და სხვ.

იზრდება ზღვის დონიდან 1200 მ-მდე სიმაღლეზე ღია მშრალ ადგილებში, დასახლებული პუნქტების მახლობლად, პირუტყვის გადასადენ გზის პირას და სხვ. ხორბლისა და ქერის ნათესებს ძლიერ ასარევლიანებს. ფართოდაა გავრცელებული ხალხურ მედიცინაში, ვეტერინარიაში საქონლის მუნის წინააღმდეგ. თესლს იყენებენ საფეიქრო წარმოებაში, თურქეთსა და ყირიმში ამზადებენ წითელ მელანს. ძველთაგანვე ინდოეთში მარიამსაკმელას მწერების წინააღმდეგ იყენებდნენ. მცენარეთა დაცვაში გამოსაყენებლად მცენარეებს ყვავილობის დასაწყისში აგროვებენ, თესლებს კი მომწიფების შემდეგ. ნაყენის დასამზადებლად 500 გ თესლს ან 3,8-1 კგ დაქუცმაცებულ მშრალ ბალახს უმატებენ 10 ლიტრ წყალს, ათავსებენ ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში.

ხოლო ნახარშის დასამზადებლად 1 კგ დაქუცმაცებულ მშრალ ბალახს უმატებენ 10 ლიტრს წყალს და ადუღებენ 30 წუთის განმავლოაში. ნაყენსა და ნახარშს კარგად გამოწურავენ, გაფილტრავენ და გამოყენების წინ ყოველ 10 ლიტრზე უმატებენ 20-30 გ საპონს. მარიამსაკმელა ეფექტურია მწუწნავი მავნებლების წინააღმდეგ საბროლველად.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები