მარიდაშვილების მარანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარიდაშვილების მარანი - მარანი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, მარიდაანთ უბანში, ვარდენ მარიდაშვილის ბაღში. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა (სავარაუდოა, ხის კოჭებს ეყრდნობოდა): ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილი და თაროები მაღალ ნიშებში; იატაკი მიწითაა დაფარული, მიწითაა ამოვსებული საწნახელიც.

მარანი (9,1X4,75 მ) ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ერთადერთი თაღიანი შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. შენობის დასავლეთ ნაწილში, მთელი კედლის სიგრძეზე, მისგან 1,4 მ დაცილებით დაბალკედლებიანი (სიმ. 1 მ) ყურძნის საწური აუზია. მის დასავლეთით, მთელი კედლის სიმაღლეზე, ღრმა ხისთაროებიანი ნიშია, აღმოსავლეთით სამი შედარებითი პატარა ნიშია, სამხრწთ კედელში კი – ორი დიდი ხისთაროებიანი ნიში. ასეთივე ნიში დასავლეთ კედელშიცაა. ნიშებს აგურის თაღი აქვს. შენობის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები გარედან მიწაშია ჩამჯდარი, აღთი კედელი ყრუა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები