მარიჯანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

მარიჯანი — (1890 − 1978), ქართველი მწერალი პოეტი და მთარგმნელი. ნამდვილი სახელი და გვარი − მარიამ ტყემალაძე-ალექსიძე დაიბადა თბილისში. 1922 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოსოფია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი „ტბა” 1916 წელს გამოაქვეყნა, პირველი კრებული „ლექსები” − 1921 წელს. 1926 წელს გამოვიდა მისი საბავშვო პოემა „ნელი ცირკში”, რომელმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა პოეტის შემოქმედებითი გეზი − შემდგომში იგი ძირითადად საბავშვო მწერლობაში მუშაობდა. მარიჯანი მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მის მიერ თარგმნილია ჩუკოვსკის, ა. ტოლსტოის, მიხალკოვის საბავშვო თხზულებანი, ხოლო იოსებ გრიშაშვილთან ერთად თარგმნა მოლიერის „ტარტიუფი”, ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება”.


სათევზაოდ
− დღეს რა კარგი ამინდია! −
უხარია რამაზს,
სათევზაოდ მეც გავყვები
ჩემს საყვარელ მამას.
დედას ასე დაუბარა:
− ნუ მოხარშავ სადილს,
იმდენ კალმახს ჩამოგიტანთ,
რომ ეყოფა ნადიმს!...
დარცხვენილი შინ დაბრუნდნენ
რამაზი და მამაც −
რა ქნან, თუკი ვერ მიაგნეს
იმ გემრიელ კალმახს...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები