მარი ბროსეს ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარი ბროსეს ქუჩაქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (გარეთუბანი); რევაზ ლაღიძის ქუჩიდან სიმონ ვირსალაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. დააპროექტა მიწისმზომელმა ტოვარნიცკიმ 1833–1835 წლებში. 1902 წლამდე წარმოადგენდა დიდი წყალსაზიდი ქუჩის (ახლანდელი რევაზ ლაღიძის ქუჩა) ნაწილს. 1902 წელს, მარი ბროსეს დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის ინიციატივით, ქუჩის ამ მონაკვეთს მარი ბროსეს სახელი ეწოდა (თბილისში ყოფნის დროს იგი ამ ქუჩაზე ცხოვრობდა). აქვს 1 ჩიხი.



წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები