მარკეტინგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარკეტინგი - (marketing, <market ბაზარი, გასაღება), კომერციული საქმიანობის ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ბაზრის შესწავლითა და სამომხმარებლო მოთხოვნაზე აქტიური ზემოქმედებით, ფასის სწორად დადგენით, საქონლის მორალური ცვეთის პროგნოზით, სარეკლამო სტრატეგიითა და ა.შ. განაპირობებს წარმოებული საქონლისა და მომსახურების შეუფერხებელ გასაღებას. იგი მოიცავს:

  1. საქონელსა და მომსახურებაზე როგორც არსებული, ისე პოტენციური მოთხოვნის ყოველმხრივ შესწავლას ბაზრის კომპლექსური გამოკვლევითა და მისი განვითარების პროგნოზირებით;
  2. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და საცდელსაკონსტრუქტორო დამუშავების ორგანიზაციას;
  3. პროდუქციის (მომსახურების) გასაღების სისტემისა მეთოდების ორგანიზაციასა და სრულყოფას;
  4. ფირმის საქმიანობის რეგულირებას, დაფინანსების კოორდინირებას, წარმოების დაგეგმვას, პროდუქციის შეფუთვას, მის ტრანსპორტირებას, ტექნიკურ მომსახურებას (საგარანტიოს, გაყიდვის შემდგომს, სერვისულს), ყველა დონის მუშაკთა მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, სარეკლამო სტრატეგიას და ა.შ.

გამოყენების არეალის მიხედვით გამოყოფენ მარკეტინგის შემდეგ სახეებს: შიდა მარკეტინგი; პირდაპირი ინვესტიციების მარკეტინგი; ექსპორტული და იმპორტული მარკეტინგი; მარკეტინგი საქონლის (მომსახურების) სახეობათა მიხედვით; არაკომერციული საქმიანობის მარკეტინგი; საერთაშორისო მარკეტინგი.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები